1. 41-ე მუხლში მოხსენიებული მრავალწლიანი ეროვნული კონტროლის გეგმები უნდა ითვალისწინებდეს იმ ინსტრუქციებს, რომლებიც უნდა დადგინდეს გაერთიანების მიერ 62(2)-ე მუხლით განსაზღვრული წესის შესაბამისად. ამ ინსტრუქციებმა კონკრეტულად:
(a) მხარი უნდა დაუჭირონ ერთგვაროვან, საყოველთაო და ინტეგრირებულ მიდგომას ცხოველის საკვებისა და სურსათის სახელმწიფო კონტროლისა და ცხოველების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის შესახებ კანონმდებლობის მიმართ და მოიცვან ცხოველის საკვებისა და სურსათის ქსელის ყველა სექტორი და ეტაპი იმპორტისა და ბაზარზე განთავსების ჩათვლით;
(b) რისკის შეფასების საფუძველზე უნდა განსაზღვრონ პრიორიტეტები და კრიტერიუმები შესაბამის ღონისძიებათა რისკის ფაქტორის მიხედვით დახარისხებისათვის და ყველაზე ეფექტიანი კონტროლის პროცედურები;
(c) უნდა გამოკვეთონ სხვა პრიორიტეტები და კონტროლის ყველაზე ეფექტური პროცედურები;
(d) უნდა გამოკვეთონ ცხოველის საკვებისა და სურსათის წარმოების, დამუშავებისა და დისტრიბუციის ეტაპები, საკვების გამოყენების ჩათვლით, რაც შესაძლებელს გახდის საიმედო და დამადასტურებელი ინფორმაციის მიღებას ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონის დაცვასთან დაკავშირებით;
(e) ხელი უნდა შეუწყონ კონტროლის სისტემის ყველა დონეზე საუკეთესო პრაქტიკის გამოყენებას;
(f) ხელი უნდა შეუწყონ მიკვლევადობის სისტემებზე ეფექტური კონტროლის შემუშავებას;
(g) უნდა მიაწოდონ რჩევები კონტროლის ზომების განხორციელების და მათი შედეგების დოკუმენტირების სისტემების შემუშავებასთან დაკავშირებით;
(h) ოფიციალური მომსახურებების ორგანიზების და ამოქმედების პროცესში უნდა იმოქმედონ შესაბამისი საერთაშორისო ორგანოების სტანდარტებითა და რეკომენდაციებით;
(i) უნდა განსაზღვრონ მე-4(6) მუხლით განსაზღვრული აუდიტის ჩატარების კრიტერიუმები;
(j) უნდა განსაზღვრონ 44-ე მუხლით განსაზღვრული წლიური ანგარიშის სტრუქტურა და მასში შესატანი ინფორმაცია;
(k) უნდა მიუთითონ შესრულების შეფასების მთავარი ინდიკატორები, რომლებიც გამოყენებული იქნება მრავალწლიანი ეროვნული კონტროლის გეგმების შეფასებისას.
2. საჭიროებისამებრ უნდა მოხდეს ინსტრუქციების შეცვლა იმ წლიური ანგარიშების ჭრილში, რომლებსაც წარმოადგენენ წევრი სახელმწიფოები 44-ე მუხლის შესაბამისად, ან 45-ე მუხლის შესაბამისად ჩატარებული შემოწმების შედეგა