1. კომისიამ უნდა მოაწყოს სასწავლო კურსები წევრი სახელმწიფოების იმ უფლებამოსილი ორგანოების პერსონალისთვის, რომელიც პასუხისმგებელია წინამდებარე რეგულაციაში მოცემული სახელმწიფო კონტროლის განხორციელებაზე. ამ სასწავლო კურსების დანიშნულებაა განავითაროს ჰარმონიზებული მიდგომა წევრ სახელმწიფოებში სახელმწიფო კონტროლის ჩასატარებლად. კერძოდ, ეს სასწავლო კურსები შეიძლება შეიცავდეს ტრეინინგს შემდეგ სფეროებში:

(a) გაერთიანების კანონი ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ და ცხოველების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის წესები;

(b) კონტროლის მეთოდები და ტექნიკა, როგორიცაა იმ სისტემების აუდიტი, რომლებსაც ბიზნესოპერატორები ნერგავენ, რათა შეესაბამებოდნენ ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ კანონს და ცხოველების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის წესებს;

(c) გაერთიანებაში იმპორტირებულ საქონელზე განხორციელებული კონტროლი;

(d) ცხოველის საკვებისა და სურსათის წარმოების, გადამუშავებისა და მარკეტინგის მეთოდები და ტექნიკა.

2. პირველ აბზაცში მოცემული სასწავლო კურსები ღიაა მესამე ქვეყნების, განსაკუთრებით კი განვითარებადი ქვეყნების წარმომადგენელთათვის დასასწრებად.

3. სასწავლო კურსების მოსაწყობად საჭირო დეტალური წესები შეიძლება მომზადდეს 62(3)-ე მუხლში განსაზღვრული წესის შესაბამისად.

თავი IV

გაერთიანების მიერ განხორციელებული სხვა ღონისძიებე