1. რეგულაციის (EC) No 178/2002 53-ე მუხლში მოცემული პროცედურების თანახმად, ზომები უნდა იქნეს მიღებული იმ შემთხვევაში თუ:

(a) კომისიას აქვს წევრი სახელმწიფოს კონტროლის სისტემების მნიშვნელოვნად არადამაკმაყოფილებელი მუშაობის მტკიცებულება; და

(b) თუ ამგვარი მუშაობა წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის, ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისათვის დიდ რისკ-ფაქტორს პირდაპირ ან გარემოს გავლით.

2. ასეთი ზომები მხოლოდ მას შემდეგ უნდა განხორციელდეს, რაც:

(a) გაერთიანების მიერ განხორციელებული კონტროლის შედეგად დაფიქსირდება, რომ ადგილი აქვს გაერთიანების კანონმდებლობის შეუსრულებლობას; და

(b) შესაბამისი წევრი სახელმწიფო ვერ შეძლებს სიტუაციის გასწორებას კომისიის მოთხოვნის შესაბამისად და მის მიერ დადგენილ ვადებში.

თავი VIII

გაერთიანების კანონმდებლობის ადაპტაც