შემდეგი მუხლი შეტანილ უნდა იქნეს დირექტივაში 2000/29/EC:
„მუხლი 27a
წინამდებარე დირექტივის მიზნისათვის და მისი 21-ე მუხლის შეზღუდვის გარეშე, ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციის (EC) No …/… 41-46-ე მუხლები ცხოველთა საკვების და სურსათის შესახებ კანონთან ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის წესების(*) შესაბამისობის უზრუნველყოფის დასადგენად სახელმწიფო კონტროლის ჩატარების შესახებ, გამოყენებულ იქნეს მიზანშეწონილობის მიხედვით.
(*) ოფიციალური ბიულეტენი, L (შენიშვნა ოფიციალური ბიულეტენთან დაკავშირებით: მიუთითეთ წინამდებარე რეგულაციის ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნების ნომერი და თარიღი).