დირექტივა 97/78/EC შეცვლილია შემდეგნაირად:

1) პირველი მუხლი შეიცვალოს შემდეგნაირად:

„I დანართში მოცემულ ტერიტორიებზე შეტანილი მესამე ქვეყნის პროდუქტების ვეტერინარული შემოწმება უნდა განხორციელდეს წევრი სახელმწიფოების მიერ ამ დირექტივისა და ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციით (EC) No …./2004 ცხოველის საკვების და სურსათის შესახებ კანონის, ცხოველების ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის წესებთან(*) შესაბამისობის დადგენის უზრუნველსაყოფად განხორციელებული კონტროლის შესახებ.

* ოფიციალური ბიულეტენი, L (შენიშვნა ოფიციალურ ბიულეტენთან დაკავშირებით: მიუთითეთ წინამდებარე რეგულაციის ნომერი და ოფიციალურ ბიულეტენში გამოქვეყნების თარიღი)“;

2) მე-2 მუხლის მე-2(a) აბზაცი უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად:

„(a) „პროდუქტები“ ნიშნავს ცხოველური წარმოშობის პროდუქტებს, რომელიც მოხსენიებულია დირექტივებში 89/662/EEC და 90/425/EEC, ევროპარლამენტისა და საბჭოს 3 ოქტომბრის 2002 წლის რეგულაციაში (EC) No 1774/2002 რომელიც ეხება ჯანმრთელობის საკითხებს ცხოველური პროდუქტების შესახებ, რომელიც არ არის განკუთვნილი ადამიანის მიერ მოხმარებისათვის(*), საბჭოს 2002 წლის 16 დეკემბრის დირექტივაში 2002/99/EC ცხოველთა ჯანმრთელობის წესების შესახებ, რომელიც არეგულირებს ადამიანის მიერ მოხმარებისთვის განკუთვნილი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების წარმოებას, დამუშავებას, დისტრიბუციას და ბაზარზე განთავსებას(**) და ევროპარლამენტისა და საბჭოს რეგულაციაში (EC) No …./…. მოცემული კონკრეტული წესები ადამიანის მოხმარებისთვის განკუთვნილი ცხოველური წარმოშობის პროდუქტების სახელმწიფო კონტროლის ორგანიზების შესახებ(***); ის აგრეთვე შეიცავს მე-19 მუხლში მოხსენიებულ მცენარეულ პროდუქტებს.

(*) ოფიციალური ბიულეტენი, L 273, 10.10.2002, გვ. 1. დირექტივა, რომელშიც ბოლოს ცვლილება შევიდა კომისიის დირექტივის (EC) No 808/2003 შესაბამისად (ოფიციალური ბიულეტენი, L 117, 13.05.2003, გვ. 1);

(**) ოფიციალური ბიულეტენი, L 18, 23.01.2003, გვ. 11;

(***) ოფიციალური ბიულეტენი, L.... (შენიშვნა ოფიციალურ ბიულეტენთან დაკავშირებით: მიუთითეთ რეგულაციის ნომერი და თარიღი).“.

3) მე-7(3) მუხლში სიტყვები „ინსპექციის გადასახადები, რომელიც მოხსენიებულია საბჭოს 1985 წლის 29 იანვრის დირექტივაში 85/73/EEC იმ ვეტერინარული ინსპექციების და კონტროლის დაფინანსების შესახებ, რომელიც განსაზღვრულია დირექტივებით 89/662/EEC, 90/425/EEC, 90/675/EEC და 91/496/EEC (შეცვლილი და კონსოლიდირებული)“ უნდა შეიცვალოს შემდეგნაირად: „ინსპექციის გადასახადი რომელიც მოხსენიებულია რეგულაციაში (EC) No …/2004*“;

(∗) შენიშვნა ოფიციალურ ბიულეტინთან დაკავშირებით: მიუთითეთ წინამდებარე რეგულაციის ნომერი.

4) მე-10 მუხლის 1(b)-ელ აბზაცში უნდა მოხდეს შემდეგი ფრაზის ამოღება: „ან იმ დაწესებულებების შემთხვევაში, რომელიც დამტკიცებულია საბჭოს 1995 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილების 95/408/EC შესაბამისად, რომელიც ეხება მესამე ქვეყნის იმ დაწესებულებების წინასწარი სიების შემუშავების პირობებს, რომელთაგან წევრ სახელმწიფოებს ნებართვა აქვთ აწარმოონ ცხოველური წარმოშობის გარკვეული პროდუქტების, თევზეულის ან ცოცხალი ორსაგდულიანი მოლუსკების იმპორტი, ასევე იმ საწარმოთა სიები, რომელმაც გაიარეს გაერთიანების ან ეროვნული ინსპექცია.“.

5) მე-12 მუხლში მე-9 აბზაცი უნდა იქნეს ამოღებული.

6) მე-15 მუხლში მე-5 აბზაცი უნდა იქნეს ამოღებული.

7) მე16 მუხლში უნდა ჩაემატოს შემდეგი აბზაცი:

„4. ტრანსპორტის საერთაშორისო საშუალებების ეკიპაჟისა და მგზავრებისთვის ცხოველური წარმოშობის პროდუქტებით მომარაგების და ცხოველური წარმოშობის პროდუქტებთან დაკავშირებული დისტანციური შეკვეთების (მაგალითად, ფოსტით, ტელეფონით და ინტერნეტით) განხორციელების და მომხმარებლისთვის მიწოდების წესები უნდა დადგინდეს რეგულაციის (EC) No …/…(*) 25-ე მუხლის თანახმად“;

8) მე-21 მუხლი უნდა იქნეს ამოღებული;

9) მე-23 მუხლი უნდა იქნეს ამოღებული;

10) 24-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე აბზაცში სიტყვები „მე-17(2)(a) და (b) მუხლის შესაბამისად“ უნდა შეიცვალოს როგორც „მე17-მუხლის შესაბამისად.“.

(∗) შენიშვნა ოფიციალურ ბიულეტინთან დაკავშირებით: მიუთითეთ წინამდებარე რეგულაციის ნომერ