1. კომისიის ექსპერტებმა წევრი სახელმწიფოების უფლებამოსილი ორგანოების თხოვნით და მათთან ურთიერთთანამშრომლობით, დახმარება უნდა გაუწიონ წევრ სახელმწიფოებს მესამე ქვეყნების მიერ განხორციელებული კონტროლის დროს.
2. ასეთ შემთხვევებში, იმ წევრმა სახელმწიფოებმა, რომელთა ტერიტორიაზეც მესამე ქვეყანამ უნდა განახორციელოს კონტროლი, უნდა შეატყობინოს კომისიას დაგეგმვის, მოქმედების სფეროს, საჭირო დოკუმენტაციისა და ნებისმიერი სხვა შესაბამისი ინფორმაციის შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს კონტროლის განხორციელებაში კომისიის ეფექტურ მონაწილეობას.
3. კომისიის მიერ გაწეული დახმარების მიზანი კონკრეტულად უნდა მდგომარეობდეს იმაში, რომ:
(a) განმარტოს გაერთიანების კანონი ცხოველის საკვებისა და სურსათის შესახებ და ადამიანის ჯანმრთელობისა და ცხოველთა კეთილდღეობის წესები;
(b) მიაწოდოს გაერთიანების დონეზე ხელმისაწვდომი ინფორმაცია და მონაცემები, რომელიც შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს მესამე ქვეყნის მიერ განხორციელებული კონტროლისათვის;
(c) უზრუნველყოს ერთგვაროვნება მესამე ქვეყნების მიერ განხორციელებულ კონტროლთან დაკავშირები