1.  წევრი სახელმწიფოს ან საქართველოს მოთხოვნით, საქართველო და წევრი სახელმწიფო შეიმუშავებს საიმპლემენტაციო ოქმს, რომელშიც ასევე შედის შემდეგი წესები:
(a) კომპეტენტური ორგანოების და საზღვრის გადაკვეთის პუნქტების განსაზღვრა და საკონტაქტო მონაცემების გაცვლა;
(b)     ესკორტირებული დაბრუნების პირობები, მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ესკორტირებული ტრანზიტის ჩათვლით;
(c) საშუალებები და დოკუმენტაცია, გარდა წინამდებარე შეთანხმების 1-4 დანართებში მითითებულისა;
(d)     დაჩქარებული წესით რეადმისიის განხორციელების მეთოდები;
(e) გასაუბრების პროცედურა.
2.  1-ლ პუნქტში მითითებული საიმპლემენტაციო ოქმები ძალაში შევა მხოლოდ მე-18 მუხლში მითითებული რეადმისიის კომიტეტისთვის შეტყობინების მიწოდების შემდეგ.
3.  საქართველო თანახმაა გამოიყენოს ერთ წევრ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიმპლემენტაციო ოქმის ნებისმიერი დებულება ნებისმიერ სხვა წევრ სახელმწიფოსთან ურთიერთობაში ამ უკანასკნელის თხოვნით