1. ხელშემკვრელი მხარეები შეთანხმების ძალაში შესვლიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში დიპლომატიური არხების მეშვეობით შეატყობინებენ ერთმანეთს კომპეტენტური ორგანოების, მათი საკონტაქტო მონაცემებისა და სასაზღვრო გამტარ პუნქტების შესახებ.
2. ხელშემკვრელი მხარეები დიპლომატიური არხების მეშვეობით დაუყოვნებლივ შეატყობინებენ ერთმანეთს ამ მუხლის პირველ პუნქტში მოცემული კომპეტენტური ორგანოების, მათი საკონტაქტო მონაცემებისა და სასაზღვრო გამტარი პუნქტების ნებისმიერი ცვლილების შესახებ.
3. ხელშემკვრელ მხარეთა შორის ყველა კომუნიკაცია განხორციელდება ინგლისურ ენაზე.
4. საქართველოს ან ისლანდიის მოთხოვნით, საქართველო და ისლანდია შეიმუშავებენ საიმპლემენტაციო ოქმს, რომელშიც მათ შორის, შედის შემდეგი წესები:
(a) ესკორტირებული დაბრუნების პირობები, მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ესკორტირებული ტრანზიტის ჩათვლით;
(b) საშუალებები და დოკუმენტაცია, გარდა წინამდებარე შეთანხმების 1–4 დანართებში მითითებულისა;
(c) დაჩქარებული წესით რეადმისიის განხორციელების მეთოდები;
(d) გასაუბრების პროცედურ