1. ხელშემკვრელი მხარეები ერთმანეთს გაუწევენ დახმარებას წინამდებარე შეთანხმების გამოყენებასა და განმარტებაში. ამ მიზნით მათ შეუძლიათ შექმნან რეადმისიის ერთობლივი კომიტეტი (შემდგომში წოდებული როგორც „კომიტეტი“), რომელიც, კერძოდ, შეასრულებს შემდეგ ფუნქციებს:
(a) გააკონტროლებს წინამდებარე შეთანხმების გამოყენებას;
(b) განიხილავს წინამდებარე შეთანხმების დებულებების განმარტებისას ან გამოყენებისას წარმოშობილ საკითხებს;
(c) წარმოადგენს შესწორებებს წინამდებარე შეთანხმებასა და მის დანართებში.
2. კომიტეტი შეიკრიბება საჭიროებისამებრ, ერთ-ერთი ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის საფუძველზე.
3. დავები, რომლებიც ვერ გადაწყდება კომიტეტის მიერ, გადაწყდება ხელშემკვრელ მხარეთა შორის კონსულტაციების მეშვეობი