1. ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა მიმართონ მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა ტრანზიტს იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელია ასეთ პირთა პირდაპირი დაბრუნება დანიშნულების სახელმწიფოში.
2. მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო გასცემს ნებართვას მესამე ქვეყნის მოქალაქეთა ან მოქალაქეობის არმქონე პირთა ტრანზიტზე, თუ მოთხოვნის წარმდგენი მხარე ასე მოითხოვს, თუ გარანტირებულია შესვლა ტრანზიტის სხვა შესაძლო სახელმწიფოებში და რეადმისია საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოს მიერ.
3. ხელშემკვრელმა მხარეებმა შესაძლოა უარი თქვან ტრანზიტზე:
(a) თუ მესამე ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს ემუქრება წამების ან არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, ან სასჯელის, ან სასიკვდილო განაჩენის, ან რასობრივი წარმოშობის, რელიგიური მრწამსის, ეროვნების, კონკრეტულ სოციალურ ჯგუფთან კუთვნილების ან პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის საფრთხე დანიშნულების სახელმწიფოში ან ტრანზიტის სხვა სახელმწიფოში; ან
(b) თუ მესამე ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი დაექვემდებარება სისხლისსამართლებრივ სანქციებს მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოში ან ტრანზიტის სხვა სახელმწიფოში; ან
(c) ჯანდაცვის, ეროვნული უსაფრთხოების, საჯარო წესრიგის ან მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს სხვა ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე.
4. ხელმშეკვრელმა მხარეებმა შეიძლება გააუქმონ ნებისმიერი გაცემული ნებართვა, თუ შემდგომში წარმოიშობა ან გაირკვევა ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული ისეთი გარემოებები, რომლებიც ხელს უშლის სატრანზიტო ოპერაციის განხორციელებას, ან, თუ გარანტირებული აღარ არის მგზავრობის გაგრძელება ტრანზიტის შესაძლო სახელმწიფოების გავლით ან რეადმისია საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოში. ასეთ შემთხვევაში, მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო უკან დააბრუნებს მესამე ქვეყნის მოქალაქეს ან მოქალაქეობის არმქონე პირს, არსებული აუცილებლობიდან გამომდინარე და გაჭიანურების გარეშ