1. მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოს რეადმისიის განაცხადი უნდა წარედგინოს მაქსიმუმ ექვსი თვის განმავლობაში მას შემდეგ, რაც მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანო შეიტყობს, რომ მესამე ქვეყნის მოქალაქე ან მოქალაქეობის არმქონე პირი ვერ ან უკვე ვეღარ აკმაყოფილებს ამ ქვეყანაში შესვლის, ყოფნის ან ცხოვრებისათვის დადგენილ მოთხოვნებს.

თუ განაცხადის დროულად წარდგენას ხელს უშლის რაიმე იურიდიული ან ფაქტობრივი სახის დაბრკოლება, მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს მოთხოვნისამებრ, ვადა გაგრძელდება, მაგრამ მხოლოდ დაბრკოლებების აღმოფხვრამდე.

2. რეადმისიის განაცხადს პასუხი უნდა გაეცეს წერილობით:

- ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში, თუ განაცხადი შეტანილ იქნა დაჩქარებული წესით (მე-7(4) მუხლი);

- გაჭიანურების გარეშე, და ნებისმიერ შემთხვევაში მაქსიმუმ 12 კალენდარული დღის განმავლობაში სხვა ყველა შემთხვევების დროს. როდესაც არსებობს იურიდიული ან ფაქტობრივი სახის დაბრკოლებები განაცხადზე დროულად პასუხის გაცემისას, ვადა, მოთხოვნის შესაბამისად და მიზეზების მითითების შემდეგ, გახანგრძლივდება 25 კალენდარულ დღემდე.

ამ ვადის ათვლა დაიწყება რეადმისიის მოთხოვნის მიღების დღიდან. აღნიშნული ვადის ფარგლებში პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში, გადაცემა ჩაითვლება შეთანხმებულად.

რეადმისიის განაცხადზე პასუხი შეიძლება წარდგენილ იქნეს კომუნიკაციის ნებისმიერი საშუალებით, მათ შორის, ელექტრონული საშუალებებით, მაგ.: ფაქსიმილე, ელექტრონული ფოსტა და ა.შ.

3. თანხმობის მიცემის შემდეგ ან საჭიროების შემთხვევაში, ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული ვადის გასვლის შემდეგ, პირის გადაცემა განხორციელდება სამი თვის ვადაში. მოთხოვნის წარმდგენი მხარის თხოვნით, აღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს ექვს თვემდე იურიდიული ან პრაქტიკული სახის დაბრკოლებათა აღმოსაფხვრელად.

4. რეადმისიის მოთხოვნაზე უარის მიზეზები წარდგენილ უნდა იქნეს წერილობი