1. მე-4(1) და მე-6(1) მუხლების შესაბამისად, მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიისთვის საჭირო გარემოებათა დამადასტურებელ საბუთს წარმოადგენს, კერძოდ, წინამდებარე შეთანხმების მე-3 დანართში მითითებული მტკიცებულებები. რეადმისიისთვის საჭირო გარემოებათა დამადასტურებელ საბუთს არ შეიძლება წარმოადგენდეს ყალბი დოკუმენტაცია.
2. მე-4(1) და მე-6(1) მუხლების შესაბამისად მესამე ქვეყნის მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიისთვის საჭირო გარემოებათა დამადასტურებელ prima facie მტკიცებულებებს წარმოადგენს კერძოდ წინამდებარე შეთანხმების მე-4 დანართში მითითებული მტკიცებულებები; აღნიშნულ მტკიცებულებებად არ შეიძლება ყალბი დოკუმენტაციის გამოყენება. ასეთი prima facie მტკიცებულების წარდგენის შემთხვევაში, საქართველო და ისლანდია გარემოებებს დადგენილად ჩათვლიან, თუ გამოძიების შემდეგ და მე-11 მუხლში მითითებული ვადების ფარგლებში მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო არ დაამტკიცებს სხვაგვარად.
3. ქვეყანაში შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების უკანონობა დგინდება პირის სამგზავრო დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელშიც არ არის მოცემული მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შესასვლელად აუცილებელი ვიზა ან ბინადრობის სხვა სახის ნებართვა. მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს წერილობითი განცხადება, რომ პირს არ გააჩნდა აუცილებელი სამგზავრო დოკუმენტი, ვიზა ან ბინადრობის ნებართვა, წარმოადგენს უკანონო შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების დამადასტურებელ prima facie მტკიცებულება