1. წინამდებარე შეთანხმების მე-4(1) მუხლის შესაბამისად, მესამე სახელმწიფოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიისთვის საჭირო გარემოებათა დამადასტურებელ საბუთს უნდა წარმოადგენდეს წინამდებარე შეთანხმების მე-3 დანართში მითითებული მტკიცებულებები; აღნიშნულ მტკიცებულებებად არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ყალბი დოკუმენტაცია.
2. წინამდებარე შეთანხმების მე-4(1) მუხლის შესაბამისად, მესამე სახელმწიფოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა რეადმისიისთვის საჭირო გარემოებათა დამადასტურებელ prima facie მტკიცებულებებს უნდა წარმოადგენდეს მე-4 დანართში მითითებული მტკიცებულებები; აღნიშნული მტკიცებულებები არ შეიძლება იყოს წარმოადგენილი ყალბი დოკუმენტებით. ასეთი prima facie მტკიცებულებების წარდგენის შემთხვევაში, ხელშემკვრელმა მხარეებმა გარემოებები უნდა მიიჩნიონ დადგენილად, თუ არ შეუძლიათ მათი სხვაგვარად დამტკიცება.
3. ქვეყანაში შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების უკანონობა დგინდება პირის სამგზავრო დოკუმენტაციის საფუძველზე, რომელშიც არ არის მოცემული მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს ტერიტორიისათვის აუცილებელი მოქმედი ვიზა ან ბინადრობის სხვა სახის ნებართვა. მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს განცხადება, რომ პირს არ გააჩნდა აუცილებელი მოქმედი სამგზავრო დოკუმენტები, ვიზა ან ბინადრობის ნებართვა, წარმოადგენს უკანონო შესვლის, ყოფნის ან ცხოვრების დამადასტურებელ prima facie მტკიცებულება