1. მოთხოვნის მიმღებმა მხარემ, სახელდობრ, უნდა უზრუნველყოს მის ტერიტორიაზე რეადმისირებული პირების უფლებების დაცვა წინამდებარე შეთანხმებისა და იმ ვალდებულებების შესაბამისად, რომელიც გამომდინარეობს სხვა საერთაშორისო სამართლებრივი ხელშეკრულებებიდან, რომელთა წევრია ორივე ხელშემკვრელი მხარე.
2. მოთხოვნის წარმდგენმა სახელმწიფომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს პირის ნებაყოფლობით დაბრუნებას იძულებით დაბრუნებასთან მიმართებით, როდესაც აღნიშნული ეჭვქვეშ არ აყენებს პირის დაბრუნებას მოთხოვნის მიმღებ სახელმწიფოშ