წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის:

(a) „რეადმისია“ ნიშნავს წინამდებარე შეთანხმების დებულებების შესაბამისად მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს მიერ იმ პირების (მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს მოქალაქეები, მესამე ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები), რომლებიც უკანონოდ შევიდნენ, იმყოფებიან ან ცხოვრობენ მოთხოვნის წარმდგენ სახელმწიფოში, გადაცემასა და მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს მიერ მათ მიღებას;

(b) „საქართველოს მოქალაქე“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ფლობს საქართველოს მოქალაქეობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

(c)  „სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც ფლობს სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეობას სომხეთის რესპუბლიკის კანონმდებლობის შესაბამისად;

(d) „მესამე სახელმწიფოს მოქალაქე“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოსა ან სომხეთის რესპუბლიკის გარდა ფლობს ნებისმიერი სახელმწიფოს მოქალაქეობას;

(e)  „მოქალაქეობის არმქონე პირი“ ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც არ ითვლება არცერთი სახელმწიფოს მოქალაქედ მისი კანონმდებლობის მიხედვით;

(f)  „ბინადრობის ნებართვა“ ნიშნავს ხელშემკვრელი მხარეების მიერ გაცემულ ნებისმიერი სახის ნებართვას, რომელიც პირს ანიჭებს მის ტერიტორიაზე ცხოვრების უფლებას. აღნიშნული არ მოიცავს თავშესაფრის განცხადების ან ბინადრობის ნებართვაზე განცხადების განხილვისას ქვეყნის ტერიტორიაზე პირის დარჩენასთან დაკავშირებით გაცემულ დროებით ნებართვებს;

(g) „ვიზა“ ნიშნავს ხელშემკვრელი მხარეების მიერ გაცემულ პირობით ნებართვას ან მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელიც აუცილებელია მის ტერიტორიაზე შესასვლელად, დასარჩენად ან ამ ტერიტორიის ტრანზიტით გასავლელად. აღნიშნული არ მოიცავს აეროპორტის სატრანზიტო ვიზებს;

(h) „მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო“ ნიშნავს ხელშემკვრელ მხარეს, რომელიც წარადგენს რეადმისიის განაცხადს წინამდებარე შეთანხმების მე-6 მუხლის შესაბამისად ან ტრანზიტთან დაკავშირებულ განაცხადს წინამდებარე შეთანხმების მე-14 მუხლის შესაბამისად;

(i)  „მოთხოვნის მიმღები სახელმწიფო“ ნიშნავს ხელშემკვრელ მხარეს, რომელსაც წარედგინება რეადმისიის განაცხადი წინამდებარე შეთანხმების მე-6 მუხლის შესაბამისად ან ტრანზიტთან დაკავშირებული განაცხადი წინამდებარე შეთანხმების მე-14 მუხლის შესაბამისად;

(j)  „კომპეტენტური ორგანო“ ნიშნავს ხელშემკვრელ მხარეთა ნებისმიერ სახელმწიფო ორგანოს, რომელსაც ეკისრება წინამდებარე შეთანხმების განხორციელების ვალდებულება;

(k) „ტრანზიტი“ ნიშნავს მესამე სახელმწიფოს მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირის გადაადგილებას მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს ტერიტორიიდან დანიშნულების სახელმწიფომდე მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიის გავლით;

(l)  „პერსონალური მონაცემი“ წინამდებარე შეთანხმების მიზნებისათვის გულისხმობს ნებისმიერ ინფორმაციას, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ საშუალებას იძლევა დადგინდეს იდენტიფიცირებული ან იდენტიფიცირებადი ფიზიკურ პირის ვინაობ