1. გარდა წინამდებარე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირობებისა, წინამდებარე შეთანხმების მე-3 და მე-4 მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების საფუძველზე რეადმისიას დაქვემდებარებული პირის ნებისმიერი გადაცემისათვის საჭიროა მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსათვის რეადმისიის განაცხადის წარდგენა.
2. თუ რეადმისიას დაქვემდებარებული პირი ფლობს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედ სამგზავრო დოკუმენტს, რეადმისიის განაცხადის წარდგენა საჭირო არ არი