1. პირის დაბრუნებამდე მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოები მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კომპეტენტურ ორგანოებს წერილობით (დანართი 7), არანაკლებ სამი სამუშაო დღით ადრე, აცნობებენ გადაცემის დროის, სასაზღვრო გამტარი პუნქტის, შესაძლო ესკორტის და გადაცემასთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის შესახებ.

2. ტრანსპორტირება ძირითადად უნდა განხორციელდეს სახმელეთო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით. დაბრუნება სახმელეთო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით არ შემოიფარგლება მხოლოდ ხელშემკვრელი მხარეების სატრანსპორტო კომპანიების მომსახურების გამოყენებით. დაბრუნება შესაძლებელია განხორციელდეს რეგულარული ან ჩარტერული რეისებით. ესკორტირებული დაბრუნების შემთხვევაში ასეთი ესკორტები არ შემოიფარგლება მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფოს უფლებამოსილი პირების მონაწილეობით იმ პირობით, რომ ისინი უნდა იყვნენ ხელშემკვრელი მხარეების მიერ უფლებამოსილი პირებ