1. მოთხოვნის წარმდგენი ხელშემკვრელი მხარე წერილობით შეატყობინებს მოთხოვნის მიმღებ ხელშემკვრელ მხარეს იმ პირთა დაბრუნების შესახებ, რომლებიც რეადმისიის ან ტრანზიტის დროს საჭიროებენ ოფიციალურ ესკორტს. მოთხოვნის წარმდგენმა მხარემ უნდა წარმოადგინოს შემდეგი ინფორმაცია: ესკორტის განმახორციელებელი პირების სახელი, გვარი, რანგი, პოზიცია, ასევე სამსახურებრივი საიდენტიფიკაციო ბარათი, პასპორტის ტიპი, ნომერი და გაცემის თარიღი, ესკორტირებას დაქვემდებარებული პირის მისიის ბრძანება.
2. ესკორტი პასუხისმგებელია ესკორტირებას დაქვემდებარებული პირის გადაცემაზე, დანიშნულების სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენლისათვის მის ჩაბარებაზე, ასევე გადაცემას დაქვემდებარებული პირის მოქმედი სამგზავრო დოკუმენტებისა და სხვა საჭირო დოკუმენტების, მათ შორის – პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტების გადაცემაზე დანიშნულების სახელმწიფოს შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს წარმომადგენლისათვის. ესკორტმა არ უნდა დატოვოს გადაცემის წინასწარ შეთანხმებული ადგილი იქამდე, ვიდრე გადაცემა არ დასრულდება.
3. ესკორტი ვალდებულია იმოქმედოს მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს კანონმდებლობის შესაბამისად. რეადმისიის პროცესში ესკორტის მიერ ძალის გამოყენება დასაშვებია მხოლოდ თავდაცვის მიზნით. მოთხოვნის მიმღები სახელმწიფოს უფლებამოსილი წარმომადგენლის არარსებობის შემთხვევაში, რომელსაც დაევალებოდა ესკორტის დახმარება ან სხვა აუცილებელი ზომების მიღება, ესკორტს მყისიერი და სერიოზული რისკის არსებობის შემთხვევაში, შეუძლია მიიღოს გონივრული და შესაბამისი ზომები, რათა აღკვეთოს გადაცემას დაქვემდებარებული პირის გაქცევა, თავისა და მესამე პირების დაზიანება, ასევე ქონების დაზიანება.
4. ესკორტმა თავისი მოვალეობები უნდა შეასრულოს შეუიარაღებლად, სამოქალაქო ტანსაცმელში, ასევე უნდა იქონიოს მოქმედი პასპორტი, სამსახურებრივი საიდენტიფიკაციო ბარათი, მისიის ბრძანება და რეადმისიის ან ტრანზიტის დასტურის დოკუმენტ