1. უცხოელის ესკორტით გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულების შესახებ გადაწყვეტილების მიღების დროს დეპარტამენტმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი ფაქტორები:
ა) აქვს თუ არა უცხოელს ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები, გაუწევია თუ არა წინააღმდეგობა სახელმწიფო ორგანოების წარმომადგენლებისათვის;
ბ) არსებობს თუ არა ვარაუდი, რომ უცხოელი წინააღმდეგობას გაუწევს გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულებას;
გ) არსებობს თუ არა ინფორმაცია უცხოელის მიერ თვითდაზიანების ან თვითმკვლელობის მცდელობის ფაქტებთან დაკავშირებით;
დ) აქვს თუ არა უცხოელს ჯანმრთელობის პრობლემა ან გადამდები ინფექციური დაავადება, რომელიც მოითხოვს სამედიცინო პერსონალის თანხლებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების გათვალისწინებით, დეპარტამენტი იღებს გადაწყვეტილებას ესკორტის დანიშვნის შესახებ.
3. უცხოელთა ესკორტირება გამგზავრების პუნქტამდე ხდება სათანადოდ აღჭურვილი სატრანსპორტო საშუალებით.
4. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ესკორტის ჯგუფის წევრებს ქვეყნის ფარგლებში უცხოელთა ესკორტირებისას აქვთ სპეციალური საშუალებების ტარების უფლება.
5. გამგზავრების პუნქტამდე ესკორტირების განხორციელებამდე უცხოელს უნდა ჩაუტარდეს შესაბამისი სამედიცინო შემოწმება. სამედიცინო შემოწმებას უნდა ერთოდეს სამედიცინო შემოწმების ფარგლებში უცხოელისათვის ჩატარებული ყველა სამედიცინო დიაგნოზი, ასევე, საჭიროების შემთხვევაში, სათანადო მედიკამენტები.
6. სამედიცინო შემოწმების შედეგები უნდა გადაეცეს ესკორტის ჯგუფის ხელმძღვანელს.
7. სამედიცინო პერსონალის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი დასაბუთების/დასკვნის საფუძველზე იღებს დეპარტამენტი.
8. დეპარტამენტი ვალდებულია, დროულად შეატყობინოს გადამყვან კომპანიას და მიმღებ მხარეს (შესაბამისი საკონსულო დაწესებულება) გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების იძულებითი აღსრულების შესახებ.
9. დეპარტამენტი ვალდებულია, უზრუნველყოს ესკორტის წევრები მოქმედი სამგზავრო დოკუმენტებითა და მიმღებ/ტრანზიტულ ქვეყანაში შესვლის ნებართვით (საჭიროების შემთხვევაში).
10. ესკორტირებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს გაძევებას დაქვემდებარებული უცხოელის განსაკუთრებული საჭიროებები.
11. ესკორტის ჯგუფის აღჭურვილობა შესაძლებელია განისაზღვროს მინისტრის მიერ.
12. განსაკუთრებულ შემთხვევაში ესკორტის ჯგუფის წევრები პასუხისმგებელი არიან გაძევებას დაქვემდებარებული უცხოელის ესკორტირებასა და დანიშნულების სახელმწიფოს უფლებამოსილი უწყების წარმომადგენლისათვის მის გადაცემაზე.
13. უცხოელის ქვეყნიდან გაყვანის მიზნით, ესკორტირების შემთხვევაში, ესკორტის ჯგუფის წევრები თავის მოვალეობას ასრულებენ ცეცხლსასროლი იარაღის გარეშე, სამოქალაქო ტანსაცმლით, რომელთაც თან უნდა ჰქონდეთ დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებს გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულებას და ნებისმიერ დროს უნდა შეეძლოთ თავიანთი ვინაობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების დადასტურება.
14. ესკორტის ჯგუფის წევრები ვალდებული არიან, დაიცვან მიმღები მხარის კანონმდებლობა. ქვეყნიდან გაყვანის მიზნით, გაძევებას დაქვემდებარებული უცხოელის ესკორტირების ან ტრანზიტით გადაყვანის დროს, მათი უფლებამოსილებები შემოიფარგლება თავდაცვის უფლებით. მიმღებ სახელმწიფოში იმ ოფიციალური პირების მიუწვდომლობის შემთხვევაში, რომლებიც უფლებამოსილი არიან, მიიღონ აუცილებელი ზომები, ან დახმარება გაუწიონ ესკორტის ჯგუფის წევრებს დაუყოვნებელი და სერიოზული რისკის შემთხვევაში, ესკორტის ჯგუფის წევრებს შეუძლიათ მიიღონ ყველა გონივრული და სათანადო ზომა, რათა არ დაუშვან გაძევებას დაქვემდებარებული უცხოელის გაქცევა, მის მიერ საკუთარი თავისთვის ან ნებისმიერი მესამე პირისთვის ზიანის მიყენება ან ქონების დაზიანება.
15. ესკორტის ჯგუფის წევრი გაძევებას დაქვემდებარებული უცხოელის მოქმედი სამგზავრო დოკუმენტისა და სხვა აუცილებელი ცნობების ან მონაცემების ფლობასა და აღნიშნული დოკუმენტების მიმღები ქვეყნის უფლებამოსილი უწყების წარმომადგენლისათვის გადაცემას ახორციელებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ უზრუნველყოფილია უცხოელის დანიშნულების სახელმწიფომდე გადაყვანა/ესკორტირება. ესკორტის ჯგუფის წევრებს ეკრძალებათ გაძევებას დაქვემდებარებული უცხოელის გადაცემისათვის შეთანხმებული ადგილის დატოვება მისი გადაცემის პროცედურის დასრულებამდ