ამ თავით დადგენილი მოთხოვნები კანონის საფუძველზე მიღებული ნებისმიერი შეტყობინების ან/და გადაწყვეტილების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებასთან დაკავშირებით არ ვრცელდება იმ უცხოელზე, რომელიც აღნიშნული შეტყობინების ან/და გადაწყვეტილების მიღების მომენტში იმყოფება ცენტრში ან იზოლატორში. აღნიშნულ შემთხვევაში, სათანადო შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება უცხოელს პირადად ბარდება, რასაც ადასტურებს ხელმოწერით. უცხოელის მიერ ხელმოწერაზე უარის თქმის შემთხვევაში შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება ჩაბარებულად ჩაითვლებ