1. უცხოელთან კომუნიკაცია ხორციელდება შესაბამისი შეტყობინების სამინისტროს ვებგვერდზე (შემდგომ − ვებგვერდი) განთავსებით. სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს მიერ კანონის საფუძველზე მიღებული ნებისმიერი შეტყობინება ან/და გადაწყვეტილება უცხოელისთვის ჩაბარებულად მიიჩნევა ამ შეტყობინების ან/და გადაწყვეტილების ვებგვერდზე განთავსების დღის მომდევნო დღიდან. აღნიშნული შეტყობინების ან/და გადაწყვეტილების ვებგვერდზე განთავსების შესახებ ინფორმაცია უცხოელს მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ეგზავნება.

2. დეპარტამენტმა შესაძლებელია დამატებით განახორციელოს უცხოელთან კომუნიკაცია ტელეფონის საშუალებით.

3. უცხოელის საქართველოდან გაძევების საკითხის შესწავლის პერიოდში უცხოელის მიერ საქართველოს დატოვების შემთხვევაში კანონის 53-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი გადაწყვეტილება ვებგვერდზე განთავსებასთან ერთად ეგზავნება უცხოელს მის მიერ მითითებულ ელექტრონული ფოსტის მისამართზე (მისი არსებობის შემთხვევაში). აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში შედის ამ გადაწყვეტილების ვებგვერდზე განთავსებიდან მე-15 დღეს.

4. შეტყობინების ან/და გადაწყვეტილების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებისთანავე, უცხოელს, მის მიერ დეპარტამენტისთვის ბოლოს მიწოდებული მობილური ტელეფონის ნომერზე, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ეგზავნება შეტყობინების ან/და გადაწყვეტილების სამინისტროს ვებგვერდზე განთავსების შესახებ ინფორმაცი