1. ამ წესის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „გ“–„თ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საფუძვლების აღმოჩენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, გაძევების პროცედურის ფარგლებში, დეპარტამენტი შეისწავლის უცხოელის საქართველოდან გაძევების საფუძვლებს. თუ არსებობს უცხოელის საქართველოდან გაძევების შესაბამისი საფუძვლის დამადასტურებელი მტკიცებულებები, დეპარტამენტი გაძევების საკითხის განხილვის მიზნით შუამდგომლობით მიმართავს სასამართლოს. სასამართლო განიხილავს წარდგენილ შუამდგომლობას და იღებს უცხოელის საქართველოდან გაძევების ან გაძევებაზე უარის თქმის თაობაზე გადაწყვეტილებას/ბრძანებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შუამდგომლობის მომზადების საფუძველია სამმართველოს მიერ მომზადებული შესაბამისი შიდასამსახურებრივი დოკუმენტი.
3. დეპარტამენტის მიერ უცხოელის გაძევების საკითხის მიზნით სასამართლოში წარდგენილ შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს:
ა) უცხოელის სახელი, გვარი, დაბადების წელი, რიცხვი, თვე, მოქალაქეობა, რეგისტრაციის ადგილი და უცხოელის სხვა მონაცემები;
ბ) გაძევების საფუძველი;
გ) სავარაუდო მიმღები ქვეყანა;
დ) თანდართული მასალები;
ე) ქვეყნის ნებაყოფლობით დატოვების ვადა;
ვ) კანონის შესაბამისად განსაზღვრული ის პერიოდი, რომლის განმავლობაშიც უცხოელს აკრძალული ექნება ქვეყანაში შემოსვლა;
ზ) შედგენის თარიღი;
თ) შუამდგომლობის წარმდგენი უფლებამოსილი პირის გვარი, სახელი, თანამდებობა და ხელმოწერა.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილება/ბრძანება უცხოელს ბარდება მხოლოდ ქართულ ენაზე, ამ წესის 33-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისა