1. უფლებამოსილი თანამდებობის პირი აწარმოებს გასაუბრების ოქმს, რომელშიც მიეთითება შემდეგი მონაცემები:
ა) უცხოელის სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და მოქალაქეობა;
ბ) უფლებამოსილი თანამდებობის პირის სახელი და გვარი;
გ) თარჯიმნის სახელი და გვარი;
დ) შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატის ან/და კანონიერი წარმომადგენლის სახელი და გვარი (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
ე) გასაუბრების თარიღი და ადგილი.
2. გასაუბრების დასრულებისას, გასაუბრების ოქმს ხელს აწერენ უცხოელი, უფლებამოსილი თანამდებობის პირი, თარჯიმანი, აგრეთვე გასაუბრებაზე დამსწრე სხვა პირები (ასეთის არსებობის შემთხვევაში