1. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი გასაუბრების დასრულებისას ვალდებულია:
ა) დარწმუნდეს, მიეცა თუ არა თავშესაფრის მაძიებელს საშუალება, სრულად მიეწოდებინა სტატუსის დადგენისათვის აუცილებელი ყველა გარემოება;
ბ) დაუსვას თავშესაფრის მაძიებელს შეკითხვა მოწოდებულ ინფორმაციაზე დამატებითი ინფორმაციის მიწოდებასთან დაკავშირებით;
გ) დარწმუნდეს, სრულად არის თუ არა მიწოდებული სტატუსის დადგენისათვის ყველა სახის ინფორმაცია.
2. გასაუბრების დასრულებისას გასაუბრების ოქმს ხელს აწერენ თავშესაფრის მაძიებელი, სტატუსის დამდგენი სპეციალისტი, თარჯიმანი, კანონიერი წარმომადგენელი და შესაბამისი მინდობილობის მქონე ადვოკატი , ასეთის არსებობის შემთხვევაში