1. წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვებაზე პასუხისმგებელია წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების სამმართველო.
2. სტატუსის დამდგენი სპეციალისტის მიმართვის საფუძველზე, წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების სამმართველო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, იკვლევს, აგროვებს და სტატუსის დამდგენ სპეციალისტებს აწვდის უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის წარმოშობის ქვეყნის შესახებ მოპოვებულ ინფორმაციას.
3. წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების სამმართველო ინფორმაციას ობიექტურად და მიუკერძოებლად ამუშავებს. წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების სამმართველო, ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების პროცესში თავისუფალია ზემდგომი სტრუქტურული დანაყოფებისა და თანამდებობის პირების პოლიტიკური ან სხვა ისეთი სახის გავლენისგან, რაც ეჭვის ქვეშ დააყენებს მომზადებული ინფორმაციის ნეიტრალურობას და მიუკერძოებლობას.
4. წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების სამმართველო ხელმძღვანელობს წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის მოპოვების სტანდარტული ოპერაციული პროცედურების შესაბამისად (დანართი №15