1. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი საქმის საფუძვლიანი შესწავლის შემდეგ ამზადებს დასკვნას, უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირისთვის/თავშესაფრის მაძიებლისთვის ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭების ანდა ლტოლვილის სტატუსის ან დამატებითი დაცვის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე, რომლის საფუძველია:

ა) საერთაშორისო დაცვაზე განცხადება;

ბ) თავშესაფრის მაძიებელთან ჩატარებული ანკეტირება;

გ) ჩვეულებრივი წესით განხილვის შემთხვევაში თავშესაფრის მაძიებელთან ჩატარებული გასაუბრება;

დ) თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია;

ე) თავშესაფრის მაძიებლისა და მისი თანმხლები ოჯახის წევრებისაგან მიღებული ინფორმაცია;

ვ) წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაცია;

ზ) სხვა სახელმწიფო სტრუქტურებიდან მიღებული ინფორმაცია.

2. სამმართველოს მიერ მომზადებული წერილობითი დასკვნა არის დასაბუთებული და შეიცავს:

ა) განცხადების მოკლე შინაარსს;

ბ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის ჩამონათვალს;

გ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის/თავშესაფრის მაძიებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სანდოობის, მათ შორის, ამ ინფორმაციის რეალურობის, საყოველთაოდ ცნობილი ფაქტებისა და წარმოშობის ქვეყნის შესახებ ინფორმაციის შეფასებას;

დ) ლტოლვილის სტატუსის მინიჭებისათვის „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობას, მათ შორის:

დ.ა) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებთან კავშირის დადგენას;

დ.ბ) დევნის საფუძვლიანი შიშის დადგენას, მათ შორის, შიშის სუბიექტური და ობიექტური საფუძვლების განსაზღვრას;

დ.გ) დევნის ფაქტის დადგენას;

დ.დ) დევნის განმახორციელებელი სუბიექტ(ებ)ის დადგენას;

დ.ე) დაცვის განმახორციელებელი სუბიექტ(ებ)ის დადგენას;

დ.ვ) საჭიროების შემთხვევაში, შიდა გადაადგილების ალტერნატივის შესაძლო გამოყენების შეფასებას;

დ.ზ) საჭიროების შემთხვევაში, გამორიცხვის კრიტერიუმების შესაძლო გამოყენების შეფასებას;

დ.თ) საჭიროების შემთხვევაში, ლტოლვილის სტატუსზე უარის თქმის საფუძვლების შესაძლო გამოყენების შეფასებას;

ე) ლტოლვილის სტატუსის დადგენის კრიტერიუმებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დამატებითი დაცვის მინიჭებისთვის „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობას:

ე.ა) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ პირობებთან კავშირის დადგენას;

ე.ბ) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულ რეალური რისკის არსებობის დადგენას;

ე.გ) სერიოზული ზიანის განმახორციელებელი სუბიექტ(ებ)ის დადგენას;

ე.დ) დაცვის განმახორციელებელი სუბიექტ(ებ)ის დადგენას;

ე.ე) საჭიროების შემთხვევაში, შიდა გადაადგილების ალტერნატივის შესაძლო გამოყენების შეფასებას;

ე.ვ) საჭიროების შემთხვევაში, გამორიცხვის კრიტერიუმების შესაძლო გამოყენების შეფასებას;

ე.ზ) საჭიროების შემთხვევაში, დამატებით დაცვაზე უარის თქმის საფუძვლების შესაძლო გამოყენების შეფასებას;

ვ) რეკომენდაციას.

3. დასკვნა მზადდება ამ მუხლის მე-2 პუნქტში მოცემული თანმიმდევრობით.

4. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დასკვნა წარედგინება დეპარტამენტის დირექტორ