1. სტატუსის დამდგენი სპეციალისტი, თავშესაფრის მაძიებლის პირად საქმეში არსებული ასლების დედნებთან იდენტურობის შემოწმების მიზნით, განიხილავს თავშესაფრის მაძიებლის მიერ წარდგენილი დოკუმენტების დედნებს (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2. დოკუმენტის დედნის ნამდვილობის დასადგენად სტატუსის დამდგენი სპეციალისტი იკვლევს დოკუმენტის შემდეგ მახასიათებლებს:

ა) ქაღალდის ხარისხი და ერთგვაროვნება, რომელზეც შესრულებულია დოკუმენტი;

ბ) გვერდების ნუმერაცია და თანმიმდევრობა;

გ) ფოტოებისა და ხელმოწერების შესაბამისობა თავშესაფრის მაძიებლის ფოტოებსა და ხელმოწერებთან;

დ) მონაცემების გაუფერულება ან ბუნდოვანება;

ე) გათხაპნილი, მთლიანობადარღვეული ან არასწორი ბეჭდები;

ვ) ფოტოსურათის გვერდიდან განშრევება ან ლამინირებული დაფარვის მთლიანობის დარღვევა.

3. თავშესაფრის მაძიებელს მიეთითება დოკუმენტის ნამდვილობის შემოწმებისას გამოვლენილ ყველა სახის ხარვეზზე, რაზეც მას შესაძლებლობა ეძლევა წარადგინოს შესაბამისი განმარტებები.

4. თუ დოკუმენტის ნამდვილობის დადგენა ვერ ხდება, მაგრამ არ არსებობს საწინააღმდეგოს მტკიცების საფუძველი, ასეთი დოკუმენტი მიიღება, როგორც ნამდვილ