1. ტესტირებაზე/გასაუბრებაზე კონკურსანტის გამოუცხადებლობა, ასევე ტესტირების/გასაუბრების მსვლელობისას კონკურსანტის განცხადება ტესტირებაში/გასაუბრებაში მონაწილეობაზე უარის შესახებ, უფლებას ართმევს კონკურსანტს, მოითხოვოს დამატებითი ტესტირების/გასაუბრების ჩატარება.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, კონკურსანტის გამოუცხადებლობის, ასევე ტესტირებაში/გასაუბრებაში მონაწილეობაზე უარის თქმის მოტივი მხედველობაში არ იქნება მიღებული