1. ტესტირების ჩატარებისას, საზოგადოებრივი კონტროლისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებით შეიძლება მეთვალყურეებად დაშვებულ იქნენ საზოგადოების წარმომადგენლები.
2. მეთვალყურეები აკრედიტაციას გადიან სამდივნოში, ტესტირების ჩატარებამდე არა უგვიანეს 2 დღისა.
3. მეთვალყურეები საგამოცდო დარბაზში დაიკავებენ მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებს. მათ არა აქვთ ტესტირების პროცესში ჩარევის უფლება, ხოლო ამ მოთხოვნის დარღვევის შემთხვევაში მეთვალყურე საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ან სამდივნოს წარმომადგენლის მიერ დათხოვნილ იქნება საგამოცდო დარბაზიდან, რის შესახებაც დგება შესაბამისი ოქმი.
4. ტესტირებისას საგამოცდო დარბაზში დაიშვებიან მხოლოდ საკონკურსო კომისიისა და სამდივნოს წევრები, ასევე საკონკურსო კომისიის მიერ უფლებამოსილი პირები და კონკურსანტები. საგამოცდო დარბაზში შესვლის უფლების მინიჭების მიზნით (გარდა კონკურსანტების, საკონკურსო კომისიისა და სამდივნოს წევრებისა), საშვებს გასცემს სამდივნო, საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე.
5. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრები, სამდივნოს წარმომადგენლები და მეთვალყურეები საგამოცდო დარბაზში შესვლისას ხელს აწერენ დასწრების ფურცელს, სადაც აღინიშნება ტესტირებაზე მათი გამოცხადებისა და მათ მიერ ტესტირების დატოვების ზუსტი დრო
მუხლი 21. საჯაროობა ტესტირების ჩატარებისას
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 15. ტესტის დარიგების წესი
- მუხლი 16. სავალდებულო ინსტრუქტაჟი
- მუხლი 17. დამხმარე მასალის გამოყენების აკრძალვა
- მუხლი 18. ტესტირებაზე გამოცხადების დრო
- მუხლი 19. ტესტირებაზე/გასაუბრებაზე გამოუცხადებლობის შედეგები
- მუხლი 20. საგამოცდო დარბაზში ადგილის დაკავების წესი
- მუხლი 22. ტესტირების შედეგების შემოწმება
- მუხლი 23. გასაუბრება და მასში მონაწილეობაზე უფლებამოსილი პირები
- მუხლი 24. გასაუბრებისას საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ კონკურსანტების განხილვისა და შეფასების წესი
- მუხლი 25. ატესტაციის ცნება, ჩატარების წესი და პირობები
- მუხლი 26. საკლასო ჩინის მინიჭება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება “საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების “სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის" საკონკურსო-საატესტაციო კომისსის დებულების დამტკიცების შესახებ", მუხლი 21, №2-34, 06.03.2006, სარეგისტრაციო კოდი 010.240.070.22.032.008.250 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.03.2006). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/63364/muxli-21/