1. ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 69-ე, 70-ე და 71-ე მუხლების შესაბამისად სახელმწიფო მოხელეებს დაკავებული თანამდებობის, კომპეტენციისა და უფლებამოსილების დონის, საკვალიფიკაციო მოთხოვნების, პროფესიული განათლების, საჯარო სამსახურში და სპეციალობით მუშაობის სტაჟის მიხედვით, ასევე ატესტაციის შედეგების გათვალისწინებით ენიჭებათ საკლასო ჩინი.
2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომები საკლასო ჩინის მინიჭებასთან დაკავშირებით შეიძლება გაიმართოს ყოველწლიურად