1.  „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 69-ე, 70-ე და 71-ე მუხლების შესაბამისად“ მოხელეებს დაკავებული თანამდებობის, კომპეტენციის განვრცობადობისა და უფლებამოსილების დონის, საკვალიფიკაციო მოთხოვნების, პროფესიული განათლების, საჯარო სამსახურში და სპეციალობით მუშაობის სტაჟის მიხედვით, ასევე თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული ნორმატიული მასალის ცოდნის შესაბამისად ენიჭება საკლასო ჩინები.
2.  საკლასო ჩინის მინიჭება ან ჩამორთმევა მოხდება მოხელის მიერ გავლილი ატესტაციის შედეგების მიხედვით.
3.  მოხელეებს დაკავებული თანამდებობების შესაბამისად შეიძლება მიენიჭოთ შემდეგი საკლასო ჩინები:
ა)  მთავარ საჯარო თანამდებობაზე – ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი, პირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველი, სახელმწიფო მრჩეველი;
ბ)  წამყვან საჯარო თანამდებობაზე – პირველი, მეორე, მესამე კლასის მრჩეველი;
გ)  უფროს საჯარო თანამდებობაზე – საჯარო სამსახურის პირველი, მეორე, მესამე კლასის მრჩეველი;
დ)     უმცროს საჯარო თანამდებობაზე – საჯარო სამსახურის პირველი, მეორე, მესამე კლასის რეფერენტი.
4.  პირველი, მეორე, მესამე კლასის მრჩეველების, საჯარო სამსახურის მრჩევლებისა და საჯარო სამსახურის რეფერენტების საკლასო ჩინებს ატესტაციის შედეგების მიხედვით ანიჭებს საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარე.
5.  ატესტაციის ჩატარებამდე ერთი თვით ადრე სახელმწიფო მოხელისათვის საკლასო ჩინის მისანიჭებლად ან ჩინის ასამაღლებლად სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარეს მიმართავს წარდგინებით. წარდგინება სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის სათანადო რეზოლუციით გადაეგზავნება კადრების სამმართველოს დასკვნისათვის და გათვალისწინებული იქნება კომისიის სხდომაზე განსახილველად.
6.  მოხელეს, რომელსაც მინიჭებული აქვს საკლასო ჩინი, შესაბამის თანამდებობაზე მუშაობის მთელ პერიოდში მიეცემა ამ საკლასო ჩინისათვის გათვალისწინებული ხელფასის დანამატი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
7.  მოხელეს თანამდებობიდან გადადგომისას უნარჩუნდება საკლასო ჩინი მითითებით „გადამდგარი”.
თავი VI
მოხელეთა რეზერვ