1.  საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წამოყენებული კანდიდატი ინიშნება თანამდებობაზე, თუ იგი კომისიის გადაწყვეტილების მიღებიდან ორი კვირის განმავლობაში თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილებასთან ერთად წარუდგენს შემდეგ საბუთებს:
ა)  წერილობითი განცხადება;
ბ)  ავტობიოგრაფია;
გ)  ხელწერილი კანონით დადგენილ მოთხოვნებთან პირის შესაბამისობის შესახებ;
დ)     განათლების ან შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა;
ე)  პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
ვ)  უკვე გაცემული შრომის წიგნაკი;
ზ) ქონებრივი დეკლარაციის წარდგენის ცნობა საგადასახადო სამსახურიდან;
თ)     სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების ცნობა;
ი)  სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
კ)  კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტი.
2.  ამ დოკუმენტების წარუდგენლობა შეიძლება გახდეს პირის სამსახურში მიღებაზე უარის საფუძველი.
3.  მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის გაფორმება ხორციელდება “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის შესაბამისად.
4.  საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიერ ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად წამოყენებული კანდიდატი, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო არ დაინიშნა თანამდებობაზე, პირადი სურვილის შესაბამისად ჩაირიცხება დეპარტამენტის მოხელეთა რეზერვში