1. კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება. კომისიის სხდომები უფლებამოსილია, თუ მათ ესწრება კომისიის წევრთა რაოდენობის ნახევარზე მეტი.
3. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით დამსწრე წევრთა საერთო რაოდენობიდან. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში კომისიის თავმჯდომარის ხმა ითვლება გადამწყვეტად.
4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე, მდივანი და დამსწრე წევრები. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება აღნიშვნა.
5. კონკურსსა და ატესტაციასთან დაკავშირებული დოკუმენტების შენახვის ვადაა სამი წელი
საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისის დებულების დამტკიცების შესახებ · რედაქცია 19.11.2003
მუხლი 6. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობის წესი
თავი II — საკონკურსო-საატესტაციო კომისია
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
- მუხლი 7. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მუშაობის წესი
- მუხლი 9. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სხდომა
- მუხლი 4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის რეგლამენტი
- მუხლი 17. საკონკურსო კომისიის საქმიანობა
- მუხლი 18. საკონკურსო კომისიის საქმიანობა
- მუხლი 22. სპეციალური საკონკურსო კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. გამოყენების სფერო
- მუხლი 2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიზანი და ფუნქციები
- მუხლი 3. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობა
- მუხლი 4. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობა
- მუხლი 5. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრთა დანიშვნის წესი
- მუხლი 7. კონკურსისა და ატესტაციის პირობები
- მუხლი 10. თანამდებობაზე დანიშვნა კონკურსის წესით
- მუხლი 11. საბუთების წარდგენა კონკურსში მონაწილეობისათვის
- მუხლი 12. კონკურსში მონაწილეს შეფასება
- მუხლი 13. კონკურსის შედეგები
- მუხლი 14. წამოყენებული კანდიდატის თანამდებობაზე დანიშვნა და მისი რეზერვში ჩარიცხვა
როგორ დავიმოწმოთ
აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო ორგანოს ხელმძღვანელის ბრძანება „საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის საკონკურსო-საატესტაციო კომისის დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 6, №111-ს, 19.11.2003, სარეგისტრაციო კოდი 010.240.040.12.214.006.191 (კონსოლიდირებული რედაქცია 19.11.2003). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/56890/muxli-6/