1.  საკონკურსო-საატესტაციო კომისიის საქმიანობის მიზანია:
ა)  ატესტაციის მეშვეობით:
ა.ა)    სტატისტიკის სისტემაში დასაქმებულ მოხელეთა პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობების და პირადული თვისებების შესაბამისობის შეფასება დაკავებული თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან;
ა.ბ)    მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლების, პროფესიონალური მომზადების ან გადამზადების საჭიროების განსაზღვრა;
ა.გ)    მოხელეთა საკადრო გადანაწილება მათი ცოდნისა და გამოცდილების მიხედვით (დაწინაურება, ჩამოქვეითება ან განთავისუფლება დაკავებული თანამდებობიდან).
ბ)  კონკურსის წესით თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურის გამოყენებით:
ბ.ა)    დასაკავებელი თანამდებობისადმი წაყენებულ მოთხოვნებთან პიროვნების შესაბამისობის შეფასება;
ბ.ბ)   ვაკანტური თანამდებობისათვის შესაფერისი კანდიდატურის გამოვლენა.
გ)  მოხელეთა რეზერვის ფორმირების გზით ვაკანტური თანამდებობისათვის კანდიდატების შერჩევა.
2.  საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ძირითადი ფუნქციებია:
ა)  პიროვნების პროფესიული ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პიროვნული თვისებების შესაფასებელი პროცედურის წარმართვა.
ბ)  თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისათვის შეფასების შედეგების შესახებ დასკვნის წარდგენა