1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის მიზანია:
ა) დასაკავებელ ვაკანტურ თანამდებობაზე შესაბამისი პირის კონკურსის წესით შერჩევა;
ბ) ატესტაციის ჩატარება და დაკავებულ თანამდებობასთან მოხელის შესაბამისობის შეფასება;
გ) მოხელის სამსახურებრივი დაწინაურებისა და მისთვის საკლასო ჩინის მინიჭების შესახებ რეკომენდაციების მომზადება.
2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის ფუნქციებია:
ა) პირის პროფესიული ცოდნის, ჩვევების, კვალიფიკაციის, შესაძლებლობებისა და პირადული თვისებების შეფასების პროცედურის წარმართვა;
ბ) თანამდებობაზე დანიშვნის უფლების მქონე პირისათვის პირის შეფასების თაობაზე დასკვნის წარდგენა