1. საპრეტენზიო კომისიას თავმჯდომარის, წევრებისა და მდივნის შემადგენლობით ქმნის საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე.
2. საპრეტენზიო კომისიის მიზანია კონკურსის/ატესტაციის ჩატარებისას წარმოშობილი პრეტენზიების განხილვა და საკონკურსო-საატესტაციო კომისიისათვის შესაბამისი დასკვნის წარდგენა.
3. საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში არ შეიძლება შედიოდეს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრი. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია საპრეტენზიო კომისიის შემადგენლობაში მოწვეულ იქნენ სხვადასხვა დარგის სპეციალისტები. სპეციალისტების მოწვევაზე გადაწყვეტილებას იღებს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე.
4. საპრეტენზიო კომისიის წევრებს შორის მოვალეობებს ანაწილებს და მუშაობის რეჟიმს განსაზღვრავს საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარე.
5. საპრეტენზიო კომისიის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
6. საპრეტენზიო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.
7. საპრეტენზიო კომისიის მიერ გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უბრალო უმრავლესობით. ხმების თანაბრად განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტად ითვლება საპრეტენზიო კომისიის თავმჯდომარის ხმა.
8. კომისიის სხდომაზე ფორმდება ოქმი, რომელსაც ხელს აწერს კომისიის თავმჯდომარე, დამსწრე კომისიის წევრები და კომისიის მდივანი. კომისიის წევრს უფლება აქვს თავისი განსხვავებული აზრი დაურთოს ოქმს, რის შესახებაც ოქმში კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.
9. საპრეტენზიო კომისია ადგენს გამოვლენილი ხარვეზის შესახებ ოქმს და საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წინადადებას წარუდგენს საკონკურსო-საატესტაციო კომისიას.
10. საპრეტენზიო კომისიის სახელზე შეტანილი განცხადება განიხილება არა უგვიანეს 2 დღის ვადისა. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილება საკონკურსო-საატესტაციო კომისიას გადაეცემა გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა.
11. საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებაში მნიშვნელოვანი დარღვევების გამოვლენის შემთხვევაში საკონკურსო-საატესტაციო კომისიას უფლება აქვს არ დაეთანხმოს საპრეტენზიო კომისიის გადაწყვეტილებას, მოიწვიოს გაფართოებული სხდომა საპრეტენზიო კომისიის წევრთა მონაწილეობით და მიიღოს შესაბამისი საბოლოო გადაწყვეტილება