1. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ,,სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის“ საკონკურსო-საატესტაციო კომისიის (შემდგომში – კომისია) დებულება შემუშავებულია ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,საკონკურსო-საატესტაციო კომისიების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 25 მარტის №174 ბრძანებულების საფუძველზე.
2. ამ დებულების ნორმები ვრცელდება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ,,სურსათის უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის ეროვნული სამსახურის“ ცენტრალური აპარატის, საქალაქო და რაიონული სამმართველოების მოხელეებზე