1. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და წევრები.
2. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარეს საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის წარდგინებით ნიშნავს საჯარო სამსახურის ბიუროს უფროსი.
3. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე განსაზღვრავს კომისიის წევრთა რაოდენობასა და შემადგენლობას, კომისიის წევრთაგან ნიშნავს თავმჯდომარის მოადგილეს, რომელიც ცვლის მას არყოფნის შემთხვევაში.
4. საჭიროების შემთხვევაში საკონკურსო-საატესტაციო კომისია შეიძლება დაკომპლექტდეს სპეციალიზებული შემადგენლობით.
5. საკონკურსო-საატესტაციო კომისიის სპეციალიზებული შემადგენლობით დაკომპლექტების შემთხვევაში მის თავმჯდომარეს ნიშნავს საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარე