1. ყოველ კითხვაზე სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, არასწორი პასუხი კი – 0 ქულით.
2. ტესტის მინიმალური შეფასება არის – 0.
3. კონკურსანტს არა აქვს უფლება დატოვოს საგამოცდო დარბაზი ტესტისა და პასუხების ფურცლის სამდივნოს წევრისათვის ჩაბარების გარეშე. იმ შემთხვევაში, თუ კონკურსანტი საგამოცდო დარბაზს დატოვებს ტესტთან ერთად, ტესტი შეფასდება 0 ქულით.
4. პასუხი შეფასდება 0 ქულით, თუ:
ა) კონკურსანტი ტესტის ერთ კითხვაზე აღნიშნავს ერთზე მეტ პასუხს;
ბ) ტესტის პასუხი გადასწორებულია და დადგენილი წესით არ არის აღნიშნული და დადასტურებული საკონკურსო-საატესტაციო კომისიის წევრის ხელმოწერით;
გ) არ არის აღნიშნული არცერთი პასუხი;
5. დადებითი შეფასების მისაღებად კონკურსანტმა უნდა დააგროვოს მაქსიმალურ ქულათა სულ მცირე 70%.
6. კონკურსის შემდგომ ეტაპზე დაიშვება მხოლოდ ის კონკურსანტი, რომელიც ტესტირებისას დააგროვებს ქულათა სულ მცირე 70%-ს