1. ტესტირების თითოეული ნაწილისათვის ტესტებს, შეფასების ზოგად კრიტერიუმებსა და შეფასების სქემებს შეიმუშავებს ცენტრი.
2. ტესტი შეიძლება, შედგებოდეს შემდეგი ნაწილებისაგან:
ა) მოსმენის ნაწილი;
ბ) წერითი ნაწილი;
გ) კითხვის ნაწილი;
დ) ლაპარაკის ნაწილი.
3. ტესტირების შეფასების ზოგადი კრიტერიუმები და ტესტის მაქსიმალური ქულები დგინდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ტესტირების დაწყებამდე.
4. ტესტის შექმნამდე, საჭიროების შემთხვევაში, ცენტრის მიერ ტარდება საცდელი ტესტირება. საცდელი ტესტირების შედეგად დგინდება:
ა) ტესტის საბოლოო ფორმატი;
ბ) ტესტში დავალებათა რაოდენობა;
გ) ტესტზე სამუშაო დრო.
5. ტესტირების ჩატარების შემდეგ, ცენტრი ქმნის პირველადი შეფასების სქემებს. შეფასების სქემები საბოლოოდ ფორმირდება და გამოსაცდელთა ნაშრომების პირველადი გასწორების შემდგომ მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი