1. ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის თითოეული საგნის შესაბამისად ტესტებს, შეფასების ზოგად კრიტერიუმებსა და შეფასების სქემებს შეიმუშავებს ცენტრი.
2. ტესტის შექმნამდე ცენტრის მიერ ტარდება საცდელი ტესტირება. საცდელი ტესტირების შედეგად დგინდება:
ა) ტესტის საბოლოო ფორმატი;
ბ) ტესტში დავალებათა რაოდენობა;
გ) ტესტზე სამუშაო დრო.
3. შეფასების ზოგადი კრიტერიუმები და ტესტის მაქსიმალური ქულები დგინდ
ება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებამდე.
4. ერთიანი ეროვნული გამოცდების შემდეგ თითოეული საგნის შესაბამისად ცენტრში იქმნება პირველადი შეფასების სქემები. შეფასების სქემები საბოლოოდ ფორმირდება და ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაცულ-სამართლებრივი აქტით მტკიცდება აბიტურიენტთა პასუხების ფურცლების პირველადი გასწორების შემდგო