1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების მიზნით, ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან და აბიტურიენტებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, უზრუნველყოფს აბიტურიენტებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზების შექმნას.

2. საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზების საფუძველზე ცხადდება ის
საგანმანათლებლო დაწესებულებები და
საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებზეც ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ხდება
აბიტურიენტთა მიღება.

3. აბიტურიენტების
მონაცემთა ბაზების საფუძველზე ხდება
ერთიანი ეროვნული გამოცდების დაგეგმვა (ტესტების დაბეჭდვა, ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგის, საგამოცდო ცენტრების მომზადება და სხვა).

4. აბიტურიენტების
მონაცემთა ბაზაში სხვა ინფორმაციასთან ერთად აისახება:

ა) აბიტურიენტთა რაოდენობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიხედვით;

ბ) აბიტურიენტთა რაოდენობა იმ ქალაქების მიხედვით, სადაც უნდა გაიხსნას საგამოცდო ცენტრი/ცენტრები;

გ) აბიტურიენტთა რაოდენობა თითოეულ საგამოცდო საგანში.

5. აბიტურიენტებისა და საგანმანათლებლო დაწესებულებების მონაცემთა ბაზების საფუძველზე ხდება
იმის დადგენა, თუ რომელი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაზე მოიპოვა აბიტურიენტმა ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე სწავლის გაგრძელების უფლებ