1. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას კოორდინაციას უწევს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
2. ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს ცენტრი.
3. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება და რესურსცენტრი ვალდებულია ცენტრის მიმართვის შემთხვევაში
უზრუნველყოს ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს
აბიტურიენტთა რეგისტრაციასა და ერთიანი ეროვნული გამოცდების
ჩატარებას.
4
. ცენტრის მიმართვის შემთხვევაში, საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საგანმანათლებლო დაწესებულება ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებისთვის უზრუნველყოფს მათ სარგებლობაში არსებული შენობებიდან საჭირო ფართის გამოყოფას.