1. აბიტურიენტები, რომლებსაც სურთ საშემსრულებლო ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამით სწავლა, ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარებამდე გადიან კონკურსს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით.
2. საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვისთვის სავალდებულოა როგორც სახელოვნებო ან/და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი კონკურსის გავლა, ასევე შემდეგი საგნების ჩაბარება:
ა) ბაკალავრიატზე
ამ დებულების მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სავალდებულო საგნების, ხოლო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გადაწყვეტილების შემთხვევაში, ამ დებულების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი არჩევითი საგნის გამოცდის ჩაბარება.
ბ) ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომლის გავლის შემდეგ აბიტურიენტი აპირებს სწავლის გაგრძელებას საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე, ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ აზერბაიჯანულ, სომხურ, აფხაზურ ან ოსურ ენაზე ზოგადი უნარების გამოცდის ჩაბარება;
3. ბაკალავრიატზე საშემსრულებლო ან/და სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განსაზღვროს აბიტურიენტთა ჩარიცხვის წესი:
ა) მხოლოდ კონკურსის შედეგების მიხედვით –
ერთიანი ეროვნული გამოცდის მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში, ერთიანი ეროვნული გამოც
დების ქულების კოეფიციენტებით რანჟირების გაუთვალისწინებლად;
ბ) შერეული წესით –
კონკურსისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად კოეფიციენტებით რანჟირებული ქულებით.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება კოეფიციენტს ანიჭებს ერთიანი ეროვნული გამოცდების თითოეულ საგანს და კონკურსს.
5
. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია კონკურსის შედეგები დაუყოვნებლივ გაუგზავნოს ცენტრს, ცენტრის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისა