მუხლი 5. ერთიანი ეროვნული გამოცდები და მისი სამართლებრივი შედეგები
თავი II — ერთიანი ეროვნული გამოცდა
1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აბიტურიენტთა ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, გარდა „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონით ან/და ამ დებულებით განსაზღვრული შემთხვევებისა.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატზე საშემსრულებლო ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება შესაბამისი კონკურსისა და ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების საფუძველზე.
3. პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების შედეგების საფუძველზე.
სასამართლო გადაწყვეტილებები, რომლებიც ამ მუხლს უთითებენ
(1)
ქვემოთ — მოკლე შერჩევა.
სრულ ინდექსში — ყველა ინსტანცია, ფრაგმენტები და ფილტრები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 28 მარტის №127 ბრძანების „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“ (11.02.2008 23.06.2008-მდე მოქმედი რედაქცია) მე-5 მუხლი განსაზღვრავს იმ საგნების რაოდენობასა და ჩამონათვალს, რომლებშიც ტარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები.
ციტატა არის გადაწყვეტილების ფრაგმენტი, სადაც მუხლი პირველად არის ნახსენები — ეს შეიძლება იყოს როგორც სასამართლოს დასკვნა, ისე მხარის პოზიცია.
მუხლის ტექსტი მოყვანილია ოფიციალური წყაროდან უცვლელად. სასამართლო გადაწყვეტილებები, რედაქციების ისტორია,
მსგავსი ნორმები და მთავარი მონაცემები შერჩეულია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას.
როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ“, მუხლი 5, №19/ნ, 18.02.2011, სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.016055 (კონსოლიდირებული რედაქცია 06.03.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1210497/muxli-5/