1. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფასური მოიცავს:

ა) ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასურს, რომლის ოდენობაც თითოეულ საგანში
შეადგენს 10 ლარს;

ბ) აბიტურიენტის ინიციატივით ტესტის შეფასებასთან დაკავშირებით საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურს, რომლის ოდენობაც თითოეულ საგანში შეადგენს 5
0 ლარს.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხების შეტანა ხდება ცენტრის საბანკო ანგარიშზე.

3. აბიტურიენტის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საფასურის ზედმეტად ან შეცდომით გადახდის შემთხვევაში, გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ, ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების ვადის დასრულებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.

4. იმ შემთხვევაში, თუ ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება ტესტის შეფასება, აბიტურიენტს უკან უბრუნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა. საფასურის დაბრუნების შესახებ განცხადება უნდა გაკეთდეს ამ მუხლის მე
-3 პუნქტით განსაზღვრული წესით და დადგენილ ვადაშ