1. საერთო სამაგისტრო გამოცდების მონაწილეობის საფასური მოიცავს:
ა) საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის საფასურს, რომლის ოდენობაც შეადგენს 50 ლარს;
ბ) მაგისტრანტობის კანდიდატის ინიციატივით საგამოცდო ტესტის შეფასების თაობაზე საპრეტენზიო განაცხადის განხილვის საფასურს, რომლის ოდენობაც შეადგენს 30 ლარს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული თანხების შეტანა ხდება გამოცდების ეროვნული ცენტრის საბანკო ანგარიშზე.
3. მაგისტრანტობის კანდიდატის მიერ ზედმეტად ან შეცდომით ამ მუხლის პირველი პუნქტის
ა ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფასურის გადახდის შემთხვევაში გადახდილი თანხების დაბრუნების შესახებ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმით განცხადების წარდგენა ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდების საბოლოო შედეგების გამოქვეყნებიდან ერთი თვის განმავლობაში. განცხადებაში უნდა მიეთითოს დასაბრუნებელი თანხა და თანხის მიღების ადგილი. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ თანხები გაიცემა განცხადების მიღების დასრულებიდან არა უგვიანეს ერთი თვისა.
4. იმ შემთხვევაში, თუ საგამოცდო ტესტის შეფასებასთან დაკავშირებული საპრეტენზიო განაცხადის საფუძველზე შეიცვლება საგამოცდო ტესტის შეფასება, კანდიდატს უკან უბრუნდება ამ მუხლის პირველი პუნქტის
ბ ქვეპუნქტით გათვალისწინებული თანხა. საფასურის დაბრუნების შესახებ განცხადება უნდა გაკეთდეს ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული წესით და დადგენილ ვადაში.
თავი III
სამაგისტრო გამოცდის ორგანიზებ