1. საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების მიზნით, დაინტერესებული პირის რეგისტრაცია ხორციელდება სარეგისტრაციო პუნქტებში, რომლებიც გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში უზრუნველყოფენ სარეგისტრაციო განცხადების შევსებისათვის საჭირო ორგანიზაციული ღონისძიებების გატარებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რეგისტრაცია უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიმდინარეობს გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმიანისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში. მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციის პერიოდის ხანგრძლივობა არ შეიძლება იყოს 30 კალენდარულ დღეზე ნაკლები.
3. საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღების საფუძველია გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ფორმის შესაბამისად პირის მიერ შევსებული განცხადება უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში სწავლის გაგრძელებისა და საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მიღების სურვილის შესახებ.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებასთან ერთად პირმა უნდა წარმოადგინოს:
ა) ორი ფერადი ფოტოსურათი – 3X4;
ბ) საბანკო ქვითარი საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის საფასურის გადახდის შესახებ ან ამ დებულების 25-ე
მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული საპრეტენზიო საბჭოს გადაწყვეტილების ასლი;
გ) პირადობის (ბინადრობის) მოწმობის/პასპორტის ასლი მისივე დედნის წარდგენით;
დ) აკადემიური უმაღლესი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტი, რომელიც წარედგინება დედანთან ერთად ან მის ნაცვლად უმაღლესი
საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება, რომ პირი არის ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის დამამთავრებელი კურსის სტუდენტი, ან პირს დასრულებული აქვს აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა;
ე) ცნობა რაიმე ტიპის ფუნქციონალური დარღვევის შესახებ, თუ პირს აქვს ისეთი ფუნქციონალური დარღვევა, რომელიც საჭიროებს სპეციფიკურ საგამოცდო გარემოს;
ვ) უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული საგანმანათლებლო დოკუმენტის შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის (შემდგომში – აკრედიტაციის ცენტრი) მიერ გაცემული ფორმალური ცნობის (აღიარების) დოკუმენტი;
ზ) ნოტარიულად დამოწმებული ქართული თარგმანი, თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხო ენაზეა შედგენილი.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის
ვ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფორმალური ცნობის (აღიარების) დოკუმენტი დაინტერესებულმა პირმა შესაძლებელია წარადგინოს გამოცდების ეროვნულ ცენტრში პირველ ივლისამდე.
6. პირი მაგისტრანტობის კანდიდატად ჩაითვლება ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული განცხადების და განცხადებაზე თანდართული დოკუმენტების რეგისტრაციის შემდეგ, ხოლო ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფორმალური ცნობის (აღიარების) დოკუმენტის გამოცდების ეროვნულ ცენტრში წარმოდგენის შემდეგ.
7. რეგისტრაციის დამთავრებიდან არა უგვიანეს 5 დღისა სარეგისტრაციო პუნქტიდან გამოცდების ეროვნულ ცენტრში იგზავნება ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტები.
8. მონაცემთა შეგროვების შემდეგ გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ შესაბამისი წლის 20 ივნისამდე დამზადდება და შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადაიგზავნება მაგისტრანტობის კანდიდატის საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათი, რომელიც ადასტურებს მის უფლებას მონაწილეობა მიიღოს საერთო სამაგისტრო გამოცდებში.
9. საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათის გადაცემას მაგისტრანტობის კანდიდატებზე, საერთო სამაგისტრო გამოცდის დაწყების დღემდე, უზრუნველყოფს ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, სადაც დარეგისტრირდა შესაბამისი მაგისტრანტობის კანდიდატი.
10. საგამოცდო-საიდენტიფიკაციო ბარათში მიეთითება:
ა) საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილების ჩამონათვალი;
ბ) საგამოცდო ცენტრის დასახელება, სადაც მაგისტრანტობის კანდიდატი აპირებს საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარებას;
გ) საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილის ჩატარების თარიღი და რეგისტრაციის დაწყების დრო
„სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ" · რედაქცია 27.02.2026
მუხლი 11. მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაცია
თავი III — სამაგისტრო გამოცდის ორგანიზება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 5. სამგაგისტრო გამოცდის ჩატარების ფორმა და შეფასება
- მუხლი 6. სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტი/კოეფიციენტები
- მუხლი 7. სამაგისტრო გამოცდის ჩატარებაზე პასუხისმგებელი ორგანოები
- მუხლი 8. საერთო სამაგისტრო გამოცდაში მონაწილეობის საფასური
- მუხლი 9. ერთიანი სამაგისტრო საგამოცდო ქსელი
- მუხლი 10. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია
- მუხლი 13. დამკვირვებელთა რეგისტრაცია
- მუხლი 14. საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარების დრო და ადგილი
- მუხლი 15. საერთო სამაგისტო საგამოცდო პროცესზე დასწრება
- მუხლი 16. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაცია
- მუხლი 17. საერთო სამაგისტრო გამოცდის დაწყება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ", მუხლი 11, №227, 22.04.2009, სარეგისტრაციო კოდი 430.030.000.22.022.013.018 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.02.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/83368/muxli-11/