1. საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარებას კოორდინაციას უწევს სამინისტრო.
2. საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარებას უზრუნველყოფს გამოცდების ეროვნული ცენტრი.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
4. საერთო სამაგისტრო გამოცდაზე მაგისტრანტობის კანდიდატთა რეგისტრაციას უზრუნველყოფს აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და
უმაღლესი განათლების შესახებ საქართველოს კანონის 661 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება.
5. გამოცდების ეროვნული ცენტრის მიმართვის შემთხვევაში საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ზოგადსაგანმანათლებლო და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩატარებისთვის უზრუნველყოფს მათ სარგებლობაში არსებული შენობებიდან საჭირო ფართის გამოყოფას