1. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია თავის ოფიციალურ ვებგვერდზე განათავსოს და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შესაბამისი წლის პირველ თებერვლამდე წარმოადგინოს სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებული შემდეგი ინფორმაცია და დოკუმენტები:
ა) იმ სპეციალობის/სპეციალობების სამაგისტრო პროგრამების ჩამონათვალი, რომელზეც შესაბამის წელს მოხდება მაგისტრანტობის კანდიდატთა მიღება და თითოეულ მათგანზე განსაზღვრული ადგილების რაოდენობა;
ბ) თითოეული სპეციალობისთვის/სპეციალობის სამაგისტრო პროგრამისთვის სწავლის წლიური საფასურის შესახებ;
გ) სპეციალობის/სპეციალობების სამაგისტრო პროგრამების მიხედვით:
გ.ა) ამ დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტების მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ნაწილებისთვის და მის მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდებისთვის ამ დებულებით დადგენილი წესით კოეფიციენტების განაწილების თაობაზე, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, ტესტის ნაწილების/გამოცდის პრიორიტეტი;
გ.ბ) ამ დებულების მე-6 მუხლის შესაბამისად საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის კოეფიციენტების არმინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში – მის მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდებისთვის ამ დებულებით დადგენილი წესით კოეფიციენტების განაწილების თაობაზე, ხოლო თუ კოეფიციენტები იდენტურია, აგრეთვე, გამოცდის პრიორიტეტი;
დ) სპეციალობის/სპეციალობების სამაგისტრო პროგრამების მიხედვით საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის თითოეული ნაწილისთვის ამ დებულებით დადგენილი მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გაზრდის თაობაზე;
ე) სპეციალობის/სპეციალობების სამაგისტრო პროგრამების მიხედვით ტესტის იმ ნაწილის/ნაწილების ჩამონათვალი, რომელშიც მაგისტრანტობის კანდიდატმა უნდა გადალახოს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-3 ან მე-4 პუნქტებით დადგენილი
მინიმალური კომპეტენციის ზღვარი/ზღვრები იმისთვის, რომ მაგისტრანტობის კანდიდატმა მონაწილეობის მიღების უფლება მოიპოვოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღ
ვრულ გამოცდაში/გამოცდებში;
ვ) გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.
2. გამოცდების ეროვნული ცენტრი ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას განათავსებს ოფიციალურ ვებგვერდზე.
3. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვერ განახორციელებს მაგისტრანტობის კანდიდატების მიღებას, თუ შესაბამისი
წლის პირველ თებერვლამდე არ წარმოადგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას/დოკუმენტაციას